ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ მან ტვიტერზე განაცხადა
ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება და მასთან ერთად შეაფასებს სიტუაციას და იმ სამუშაოებს, რაც უკრაინის აღმშენებლობისთვის იქნება საჭირო.
ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ ზელენსკისთან ერთად განიხილავს ნაბიჯებს უკრაინის ევროპულ გზაზე.
„კარგია კიევში დაბრუნება. პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად მე შევაფასებ იმ საერთო სამუშაოებს რაც საჭიროა ხელახალი აღმშენებლობისთვის და ევროპულ გზაზე უკრაინის პროგრესისთვის“ - აცხადებს ლაიენი.
Good to be back in Kyiv.
With President @ZelenskyyUa I will take stock of the joint work needed for reconstruction and of the progress made by Ukraine on its European path.
Європа з вами! pic.twitter.com/JqtXvgamkV
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 8 აპრილს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან ერთად ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროკავშირის წევრობის კითხვარი გადასცა.